კობა ხაბაზი, აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“მეორე წელია 26 მაისს უკრაინაში ვხვდები.
მეორე წელია ვერ ავდივარ მთაწმინდაზე, რომ მერაბ კოსტავას დაბადების დღე მივულოცო.
არ ვნანობ, რადგან ზუსტად ვიცი დამოუკიდებლობის დღე მხოლოდ თარიღი არ არის!
ეს დღე ჩემთვის მოწოდებაა, რომ დამოუკიდებლობას მოფრთხილება, დაცვა და ბრძოლა სჭირდება.
ბევრი ჰიმნი და ოდაა დაწერილი თავისუფლებაზე, ლამაზი, გულშიჩამწვდომი, ამაღელვებელი…
ძნელია მათში რომელიმე გამოარჩიო.
რადგან თავისუფლება და დამოუკიდებლობა ყველაფერზე მეტია!
დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ საქართველო!
დაბადების დღეს გილოცავ მერაბ!
კომენტარები