გორგია, როგორც ქართული კომპანია, დამოუკიდებლობის დღეს განსაკუთრებულად აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, 28 მაისის ჩათვლით შვიდივე ქალაქის ათივე ფილიალში დაგეგმილია 65%-მდე ფასდაკლებები.
დღეს, 26 მაისს, 15:00 საათიდან, ექსკლუზიურად დიდუბის ფილიალში, FLORIA-ს ბრენდის ასეულობით ჩაიდანი 9.99 ლარად 5 წუთში გაიყიდა.
ჯერჯერობით მარაგშია Kumtel-ის ბრენდის ჩასაშენებელი ტექნიკის სამეული (რომელშიც შედის ღუმელი, ზედაპირი და გამწოვი) და მხოლოდ 499 ლარი ღირს დიდუბის ფილიალში.
მსგავსი მასშტაბის შეთავაზებები მოქმედებს ყველა სექციაში, მთელი საქართველოს მასშტაბით: თბილისში დიდუბის, საბურთალოს, გლდანისა და ლილოს ფილიალებში, ასევე ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, მარნეულსა და რუსთავში.
„გორგია როგორც ქართული კომპანია, მუდმივად მხარს უჭერს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას და თანამშრომლობს ასეულობით ქართველ მეწარმესთან. „ეროვნული დღეების“ ფარგლებში, 28 მაისის ჩათვლით, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია დაუჯერებელი ფასდაკლებები პროდუქციის მრავალფეროვან ასორტიმენტზე“ – აცხადებენ გორგიაში
მიუხედავად იმისა, რომ გორგია მომხმარებლებს მუდმივად ანებივრებს ფასდაკლებებით, 28 მაისის ჩათვლით მათ, შეიძლება ითქვას, ფასდაკლებების ფასდაკლებებით შეუძლიათ სარგებლობა. სამშენებლო და სარემონტო მასალები, ტექნიკა, საყოფაცხოვრებო პროდუქცია, სათამაშოები, მცენარეები, ავეჯი, განათება, ხელსაწყოები, IKEA-ს პროდუქცია… ეს ყველაფერი არ არის – აქციები შეეხება ყველაფერს, რაც სახლისთვის გჭირდება.
ამასთანავე, გორგიამ იზრუნა ავტომობილით მოსიარულე მომხმარებლებზე და დიდუბის ჰიპერმარკეტში მისვლას მარცხენა სანაპიროდან, მირცხულავას ქუჩით, 1 წუთში შეძლებთ.
ექსკლუზიურად დიდუბის ფილიალში მოქმედებს ასევე დამატებითი აქცია: მომხმარებლები, რომლებიც 300 ლარზე (700 ლარის ნაცვლად) მეტ პროდუქციას შეიძენენ, ისარგებლებენ უფასო მიტანით მთელი ქალაქის მასშტაბით.
კომენტარები