“გარედან ვუყურებ და ვფიქრობ: საერთოდ გაგიჟდნენ თუ რა? რა ხდება იქ?,” – ასე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი საქართველოში ვიზების გაუქმებისა და პირდაპირი ფრენების დაწყების შემდეგ ჩატარებულ აქციებს.
როგორც ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი ამტკიცებს, მას ეგონა რომ თავად საქართველოს ხელისუფლებამ რამდენჯერმე წამოწია წინ ვიზების გაუქმებისა და პირდაპირი ფრენების გაგრძელების საკითხი.
“ჩვენ უბრალოდ ნაბიჯი გადავდგით წინ,” – ამბობს პუტინი და დასძენს, რომ იგი მხოლოდ ორი ქვეყნის ხალხის ინტერესით მოქმედებდა და დაკავშირებული იყო უამრავ გარემოებასთან, მათ შორის საკურორტო სეზონის დაწყებასთან.
წყარო – მთავარი არხი
კომენტარები