ფოტო – ტვ პირველი
შს სამინისტრო ამ დრომდე არ ადასტურებს, დაკავებულია თუ არა ნიკოლოზ ჯამასპიშვილი, ფეხბურთელი, რომელმაც თავის ყოფილ თანაგუნდელს ვაკეში 7 ტყვია ესროლა. ტვ პირველის ცნობითმ ჯამასპიშვილს და ფირცხალავას 2 წლის წინ ჰქონდათ დაპირისპირება, თუმცა თავდასმხმელის მამა ირწმუნება, რომ მას შემდეგ ბიჭები შერიგდნენ და კონფლიქტიც ამოწურული იყო.
მძიმე ოპერაციის შემდეგ გონზე მოვიდა გუგა ფირცხალავაც. მას სამი ტყვია მოხვდა მხარში და მუცლის არეში. დაჭრილი გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს. დღეს მასთან სამართალდამცველები იყვნენ შესული, მაგრამ ფირცხალავამ პოლიციას ჩვენება არ მისცა.
სტრადაში მომხდარი სროლიდან უკვე 24 საათზე მეტია გასული, თუმცა შს სამინიტროს ამ დრომდე არანაირ განმარტებას არ აკეთებს.
კომენტარები