უკრაინაში მებრძოლმა ვანო ნადირაძემ გუშინ სოციალურ ქსელში ნადიმ ხმალაძის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ დაწერა და მისთვის დახმარება ითხოვა. ეს განცხადება ,,ალიაზე” გამოვაქვეყნეთ, თუმცა, ნადიმ ხმალაძის თხოვნით, რადგანაც საკითხი მის ჯანმრთელობას ეხებოდა, ვებგვერდიდან წავშალეთ. ბატონი ნადიმის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ და აქვე გთავაზობთ მის ფეისბუქ-სტატუსს ამ თემაზე:
,,მინდა რომ წაიკითხოთ ბოლომდე: მე 16 წლის ვიყავი როცა მთიანი აჭარის ერთი სოფლიდან გამოვიპარე თბილისში ისე რომ მშობლებმა არაფერი ოცოდა, რამდენიმე წელი არ ვყოფილვარ ჩემს სოფელში როცა წავედი . თბილისში არავინ მყავდა , ასე უპატრონოდ იმ დროს დავიწყე დამოუკიდებელი ცხოვრება, სულ 50 რუსული მანეთი მქონდა. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში სხვისი ფული , იმიტომ სხვისი რომ დედას მოვპარე წამოსვლისას. ბევრჯერ ვყოფილვარ მშიერი იმ დროს რადგან ყველამ იცის რა დროც იყო. არც სახლი მქონდა არც ბინა საერთოდ არაფერი , წლები ვიღაცის ბარაკში ვცხოვრობდი წვრილშვილიანი ოჯახით ,მახსოვს საერთო სასცხოვრებლის სასადილოში ბორშს რომ ვიყიდდი თუ იმდენი მქონდა არაჟანიც გამეზავებინა ბორშში ის დღე თითქოს ყველაზე კარგი დღე იყო. 16 წლის ასაკში დავიწყე მუშაობა იმ დროს დიმიტროვის სახელობის საავიაციო ქარხანაში, სადაც მომცეს საერთო საცხოვრებელდი ერთი ოთახი. ასე მოვხვდი თბილისში 1981 წელში. მას შემდეგ მოვდივარ მარტო ჩემი თავის იმედზე. და მას შემდეგ ერთი ცენტიც კი არავისგან მიმიღია დახმარება, თუ არ ჩავთვლი ჩემს ყველაზე ახლო ერთ მეგობარს და ახლა უკვე ნათლიას გიორგი სიხარულიძეს . მისთვის არასდროს მითხოვია დახმარება მაგრამ ის თვითონ ხედავდა ზოგჯერ რომ მე მიჭირდა და ისე აკეთებდა რომ ვერ ვხვდებოდი. ასე მოვდივარ მთელი ჩემი ცხოვრება რომ ფულით არა თუ ვინმე დამხმარებია , სესხადაც კი არ ამიღია. მთელი ცხოვრება ვმუშაობდი და ვშრომობდი ზოგჯერ 24 საათი ძილის გარეშე და ზოგჯერ 72 საათი უძულოდაც მიმოძრავია. ჩემი ცხოვრების უმეტესი ნაწილი თვითმფრინავებში გავატარე რადგან სამსახური მქონდა ასეთი . ბოლოს მეგობრები დამცინოდენ ერთი სააკაშვილი დაფრინავს ამდენს და მეორე შენო , ზოგჯერ კი არა და ვუსწრებდი კიდეც. ასე მოვიარე ნახევარზე მეტი მსოფლიოს ქვეყნები და ქალაქები. ჩემი ცხოვრება სულ სამართებელზე დავდიოდი. რუსულ ჯარში არ წავედი რადგან ბავშვობიდან ვერ ვიტანდი რუსს და ყველაფერი გავაკეთე რომ ვინმე რუსი პროპორშიკის ბრძანება არ შემესრულებინა. რამდენჯერმე რეალურ სიკვდილს გადავურჩი, ამიტომ ხშირად ვხუმრობ კატასავით 9 სიცოცხლე მაქვს მეთქი. აქედან 5 სიცოცხლე გავხარჯე . დამრჩა 4 , თითო სიცოცხლე 12 წლიანია ასე რომ გამოთვალეთ რაც დამრჩა. დალხენილი ცხოვრება არასდროს მქონია და არც მშვიდი რადგან სულ ხიფათის ქვეშ ვცხოვრობდი. არც ერთი დღე რაღაც თავგადასავლის და ხიფათის გარეშე არ მქონია. ახლაც როგორც იცით ომში ვარ და იცით აქ რაც ხდება. წიგნის დაწერაც კი მინდოდა მაგრამ ამის დრო არასდროს მქონია. მოკლედ რატომ მოგიყევით ეს მოკლე 0,000001 % ჩემი ცხოვრების მოკლე ბიოგრაფია. ასე მოვედი დღემდე , მხოლოდ სხვების დახმარებაში და ბოლო თეთრიც კი გამიღია და იმდენი ჩემთვის არ გამიღია რაც სხვისთვის. ასე რომ მე არ ვარ მიჩვეული დახმარებას ჩემს მიმართ და სიტყვაც მაქვს ნათქვამი ისე ვიცოცხლებ არავის შევაწუხებ. ეს ვთქვი მამაჩემთან 16 წლის ასაკში და არც მისგან მიმიღია არასდროს დახმარება. პირიქინ ყველას და მათ მე ვინახავდი წლების განმავლობაში . ათობით ათასი დოლარი გამისესხებია რაც არასდროს დამბრუნებია. ასე რომ ამ ცხოვრებით ვიცხოვრე და ასე გავაგრძელებ ბოლომდე. მადლობა ვანო ნადირაძე და ყველას ვინც ვანოს პოსტს გამოეხმაურა. გთხოვთ არ ჩარიცხოთ მის დადებულ ანგარიშის ნომერზე . მან დადო ჩემი ანგარიშის ნომრები , საიდან მოიპოვა არ ვიცი მაგრამ მოიპოვა. მადლობა ყველას. მე კარგად ვიქნები. თუ არა ეს უფლის ნება იქნება და ამას წინ ვერავინ აღუდგება. ისე ირპენში ჩემი მეგობრები რომ დაიღუპნენ ჩვენც უნდა დავღუპულიყავით მაგრამ უფალს ჯერ არ უნდოდა და დანარჩენი ყველანი გადავრჩით როცა ჩვენ მაშინ დავემშვიდობეთ ერთმანეთს. ასე იქნება კიდე თუ უფალს ეს უნდა. მაპატიეთ ყველაფერი და ეს გრძელი წერილიც . მიყვარხართ ყველა.”
კომენტარები