ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე:
„მამაპაპურ ქართულ გინებაში რაც კი სიტყვებია არცერთს არ დავიშურებდი იმათთვის, ვინც ურცხვად ამტკიცებს, რომ საქართველო რუსეთის გუბერნია ხდება და ა.შ.
იმდენად დაბინდული აქვთ გონება ჩადებული სტერეოტიპებით, რომ რეალობას სრულიად მოწყდნენ. ვერც კი აცნობიერებენ, ამით რამხელა შეურაცხყოფას აყენებენ ქართულ საზოგადოებას, ქვეყნის ისტორიას, ეროვნულ-გამათავისუფლებელ ბრძოლას და ამ ბრძოლაში დაღუპულებს.
თუმცა, მაინც იხარშებიან ამ თავიანთ მყაყე „ბაბლში“თავიანთი ვითომ ანტი-რუსული და ფსევდოპატრიოტული ლოზუნგებით, ფულსაც აკეთებენ ეტყობა ამაში.
ხელისუფლებაში მყოფი ვერც ერთი პოლიტიკური ძალა,
ძალიანაც რომ უნდოდეს, ვერ დააბრუნებს რუსეთის შემადგენლობაში ქვეყანას, რომლის მოსახლეობის უმრავლესობაც უკვე დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადა და გაიზარდა, გადაიტანა რუსეთთან ომები და ბოლოს და ბოლოს იდგა 9 აპრილის აქციაზე. საბჭოთა კავშირზე და რუსეთზე ნოსტალგიის მქონე მოსახლეობა რა თქმა უნდა არის, მაგრამ პოლიტიკურ ამინდს ვერასოდეს შექმნის.
ეს დაგროვილი ფსევდოდასავლური, სინამდვილეში კი ნეობოლშევიკური ნაგავი კი დროზე უნდა გაიხვეტოს!“
კომენტარები