ჟურნალისტი, ბერდია კალანდია:
“შემზარავი რეალობა – როგორ ცდილობენ საქართველოში (წალენჯიხაში) ბავშვები ოჯახების შიმშილით სიკვდილისგან გადარჩენას?!
საქართველოს ყველა „ქოცი“ თავს იწონებს – “აი, საქართველოში ეკონომიკური აღმავლობაა და სიღარიბეც დაძლეულიაო”, მაგრამ, როგორც ვხედავთ, „ქოცებს“ საკუთარი ტყუილის სჯერათ. სჯერათ იმიტომ, რომ თვითონ ხიზილალას და ასატრინის ხინკალს არ იკლებენ და… ხომ გაგიგიათ, მაძღარს ყველა მაძღარი ეგონაო. არადა, სინამდვილეში, ჩვენი ხალხი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს, რასაც სხვა, თუ არაფერი, წალენჯიხაში მომხდარი ერთი შემზარავი ფაქტიც მოწმობს:
რამდენიმე თვეა, წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას ინიციატივით, სკოლებში მოსწავლეების უფასო კვების პროგრამა მუშაობს, რაც იმას ნიშნავს, რომ სკოლის მოსწავლეებს ეძლევათ სპეციალური ბარათები, რომლის საშუალებითაც შეუძლიათ, ანგარიშზე არსებული თანხით, ნებისმიერი პროდუქტი, ნებისმიერ მაღაზიაში იყიდონ.
„თაიმერს“ სულისშემძვრელი ამბის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია – სკოლის მოსწავლეს, ზემოხსენებული ბარათით, მაღაზიაში პირველადი მოხმარების პროდუქტები: მაკარონი, შაქარი, მარილი, კარაქი, თევზი, ფქვილი და სარეცხი ფხვნილი შეუძენია. გამყიდველს, რომ უკითხავს, “ეს ბარათი, ხომ საკვებისთვის გაქვს და ტკბილეულს რატომ არ ყიდულობო?!” ბავშვს ცრემლი მორევია და უთქვამს, “დედას ფული არ აქვს და შინ მშივრები ხომ არ ვიქნებითო”.
გაიგეთ, რომ ხალხი შიმშილობს და ამ შემთხვევაში, წალენჯიხელმა ბავშვმა, ოჯახი, თუნდაც, ერთი დღით, შიმშილისგან იხსნა!
ისე, „ქოცები“ თავს იწონებენ, “აი, განათლების და შესაბამისად, სასკოლო რეფორმა დავიწყეთო”. რეფორმა კარგია, მაგრამ „ქოცებო“, აბა, დაფიქრდით, მშიერი ბავშვი შეძლებს სწავლას?!
ჰო, იფიქრეთ, თან, ხიზილალა, ასატრინის ხინკალი ჭამეთ და იფიქრეთ, იფიქრეთ მშიერ ბავშვებზე!”
კომენტარები