ქართული მარშის ლიდერი, სანდრო ბრეგაძე:
“— დარწმუნებული ვარ ბევრი ამ პოსტზე LIKE -საც ვერ გაბედავს (ჩემი მდიდარი მამა -მარჩენალი არ გავანაწყენოო) მაგრამ გულში ყველამ იცის რომ სრულ სიმართლეს ვწერ
— ყველამ შესანიშნავად იცის, რომ საქართველოში მდიდრები გვძარცვავენ, გვძარცვავენ და ჩვენთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის წართმეული-მოპარული ფულით ცხოვრობენ მეფურად – ჩვეულებრივი გაძარცვულ-დაყაჩაღებული ხალხი მათხოვრულად
— ეს ხალხის ძარცვით გაზულუქებულები, მათი პარაზიტი შთამომავლები – ჩვეულებრივ ხალხზე ატარებენ ექსპერიმენტებს და ამითი ერთობიან
— ხან იმას წაწევენ წინ, ხან ამას დააქვეითებენ, ხან იქით გადაუგდებენ ძვალს, ხან აქეთ დაამშევენ – ამითი “ კაიფობენ “ , ამით ეძლევიან ნეტარებას
— მათი ძაღლები და კატები უკეთეს პირობებში ცხოვრობენ, უკეთესად იკვებებიან, ვიდრე ბევრი ჩვენი ღირსეული თანამოქალაქე
— ეს საცოდავი ხალხიც ვერ ხვდება ამას – ისევ მდიდარს შეცქერიან ხელებში და თვალებში – მოვა არჩევნები და “იმას ბევრი ფული აქვსო “ , მხოლოდ ამის გამო აძლევენ ხმას, ჩუქნიან ძალაუფლებას
— ამოუცნობი ფენომენია – მერე რა რომ იმას დიდი ფული აქვს – შენ ამითი რა, რაში გშველის ეს
— რომ შეუძახებ და გამოფხიზლებას მოინდომებ – “ პოლიხრონიონს “ დაიყვირებენ, მამა-მარჩენალზე აუგს როგორ ბედავო და ისევე დაგესევიან ჩასაქოლად, როგორც დათას დაესია არქიფოს სექტა
— ვინც ახალგაზრდაა – ამას ხვდება და გული ტკივა – თავს შველის, გარბის ქვეყნიდან, ემიგრაციაში მიდის – იცის ხმა რომ ამოიღოს, ისევ ისინი ჩაქოლავენ, ვის დასაცავადაც ბრძოლას გაბედავს
— ჩემი ამ წერილის თუ არ გჯერავთ – პარლამენტს გადახედეთ – 50 ოფიციალური მილიონერი “ ღორმუცელა “ გვყოლია უმაღლეს ორგანოში და გაიხსენეთ – ერთხელ ვინმესთვის რამე კარგი გაუკეთებიათ
— გამოფრიდონინჯიებულობის და გამოკეზერაშვილობის სენი შეყრია ჩვენს საყვარელ საქართველოს
— არ ვიბრძოლებთ და მოგვიწევს მთელი ცხოვრება დამშეულებს შორიდან ვუყუროთ ჩვენს ხარჯზე გაზულუქებული მდიდრების, მათი პარაზიტი ოჯახების ბედნიერებას
— თუ იბრძოლებ უნდა იცოდე, რომ ჩაგრულ ხალხს დასაკარგი არაფერი აქვს – ბორკილების გარდა – თუ ვინმე შეგუებულნი ხართ გაჭირვებულ ყოფას, შვილებზე მაინც იფიქრეთ – ნუთუ გინდათ რომ თქვენი შვილებიც ამ ნაძირალა-ავაზაკი სახელმწიფოს მძარცველი მილიონერების პარაზიტი შვილების მონები იყვნენ
— სკეპტიკოსების გასაგონად კი ერთს ვიტყვი – თუ გავასამართლებთ ბიუჯეტის ძარცვის ხარჯზე გამდიდრებულებს, ჩამოვართმევთ ნაძარცვს და ქონებას ხალხზე გადავანაწილებთ, ყველა თანაბრად-ნორმალურად იცხოვრებს – დაახლოებით ისე როგორც დანიაში და ნორვეგიაში, სადაც ბევრი მულტიმილიონერები, მილიარდელები არ ყავთ, სახელმწიფოს ბიუჯეტი და დოვლათი თანაბრად ნაწილდება – ესაა მიზეზი იმისა , რომ კარგად ცხოვრობს ყველა “
კომენტარები