“ქართული ოცნების” დეპუტატი გია ვოლსკი ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადების შეფასებისას, ამბობს:
“მონობა რაში დაინახა, რას გულისხმობს? არასწორად ლაპარაკობს და არასწორი დამოკიდებულება აქვს საქართველოს მიმართ, დამამცირებელი და აბსოლუტურად უსამართლო, უნამუსოდ უსამართლო. გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეს არის ის მიკერძოებული დამოკიდებულება, რომელიც მიმართულია იმ ოპოზიციის მხარდასაჭერად, ვისაც საქართველოში რევოლუცია სურს. ერთადერთი მიზნით, რომ საქართველო ჩაერთოს საომარ მოქმედებებში”
“ვხედავთ ბელარუსს და საქართველოს როგორ ითრევენ ერთი და იმავე უკანონობის მორევში” – ზელენსკი
კომენტარები