საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ლიკა ბასილაია–შავგულიძე:
“შარლ მიშელს ვუსმენ ახლა დოიჩე ველეზე, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრები გახდებიანო, ამბობს, ჩვენ არ გვახსენა. რატომ ხომ არ იცით? იმიტომ, რომ ალბათ უკვე ყალიბდება აზრი, ეს ქართველები ეგუებიან ამ რეჟიმსო და ჩვენ რა ვქნათო. ასე იქნება თუ გადავყვებით ქოცების ქმედებების გარჩევას ყოველდღე, მაგალითად, როგორ არ შემოუშვეს შენდეროვიჩი, ან რა თქვა წულუკიანმა, როგორ არ გაგვაშლევინეს პლაკატები და სხვა. ყველაფერს ვაკეთებთ მთავარზე კონცენტრირების გარდა, ვიჩხუბებთ “ლაითად” სოცქსელებში და მერე “საქმეებს” მივხედავთ ხოლმე.”
კომენტარები