საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის თანამშრომლების ნაწილი კინოცენტრის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას ემიჯნება.
კინოცენტრის თანამშრომელი, კინომცოდნე დავით დავითიანი:
როგორც თანამშრომელი ვემიჯნები კინოცენტრის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს. ეს პოსტი არ წარმოადგენს კინოცენტრის თანამშრომლების პოზიციას. ასევე ფაქტი, რომ ერთი ორგანიზაციის სახელით, სხვა ზემდგომი ორგანიზაცია ფეისბუქზე მსგავს ტექსტს დებს არის სრულიად სამარცხვინო იმ სხვა სამარცხვინო ამბებთან ერთად რაც ბოლო დროს მოხდა
ლევან აბდუშელიშვილი:
მე როგორც კინოცენტრის თანამშრომელი ვემიჯნები და ვგმობ ორგანიზაციის სახელით გამოქვეყნებულ სამარცხვინო პოსტს.
კოტე ჩლაიძე:
ძალიან რთული წასაკითხია ის განცხადება, რომელიც გაჩდა კინოცენტრის ფბ გვერდზე. კატეგორიულად ვემიჯნები ფორმას, შინაარსის დიდ ნაწილს და პათოსს რომელიც გაკეთდა კინოცენტრის სახელით.
“შესაძლოა, ფესტივალი აღარ დავაფინანსოთ” – კინოცენტრის პასუხი გოეთეს ინსტიტუტს
კომენტარები