პოლიტიკოსი, ეკა ბესელია, ტვ პირველთან, პასუხობს კითხვას, ელოდება, თუ არა, რომ სალომე ზურაბიშვილი გადადგამს ნაბიჯს და ნიკა გვარამიას შეიწყალებს და ამბობს:
–არ მინდა მეტი კონკრეტიკა, იმიტომ, რომ არ მინდა რაღაც პროცესს ხელი შევუშალო, როცა ვამბობ, ამ საკითხზე, რომ მაქვს დადებითი მოლოდინი, მხოლოდ ილუზორულად არ ვსუაბრობ, ეს გადაწვეტილებაც საერთო ჭრილშია დასანახი და დარწმუნებული ვარ, იმედს ვიტოვებ, რომ ამ გადაწყვეტილებამდე მივა პრეზიდენტი.
კითხვას, რამდენად იქნება ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული, პრეზიდენტის მიერ გადაწყვეტილების მიღება, ეკა ბესელია, ასე პასუხობს:
–არა, შემიძლია პირდაპირ გითხრათ, პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებს იმის მიუხედავად, ვინ რა ტიპის გზავნილებს გაუგზავნის, თუ რა ტიპის მოკითხვებს, ვიცნობ რა მას პირადად, არავის პროექტად არ განვიხილავ ზურაბიშვილს და ასე ვამბობდი ადრეც. ეს პერიოდი, მისი მექანიზმები, შეწყალების, ლიმიტირებულია და მე ვფიქრობ, არ მინდა დავკონრეტდე, მაგრამ მაქვს პოზიტიური მოლოდინი და რატომ არ ვკონკრეტდები, შესაძლოა მერე შემეძლოს ამაზე საუბარი.
კითხვას, იცის თუ არა, მეტი ვიდრე ამბობს და მისი მოლოდინები ხომ არ ემყარება კონკრეტულ ინფორმაციებს, ბესელია ასე პასუხობს:
–მაქვს მასთან მეტი კომუნიკაცია ბოლო პერიოდში და ვხედავ ამ მზაობას, ეს 26 მაისსაც გამოჩნდა, მისი პირდაპირი და სახელდარქმეული პოზიცია, იმ ვითარებაში, როცა არ იყო ასე მარტივი.
კომენტარები