ე.წ. „სრული ვარდისფერი მთვარე“ ის ასტრონომიული სანახაობაა, რომლის ნახვაც შეგიძიათ ნებისმიერი ადგილიდან, სადაც არ უნდა იყოთ. სუპერმთვარე არის მომენტი, როდესაც მთვარე ყველაზე ახლოს არის დედამიწასთან, ის უფრო დიდი ჩანს ჩვეულებრივთან შედარებით.
მართალია, მთვარე სინამდვილეში ვარდისფერი არ იქნება, როგორც სახელი ამბობს, მაგრამ ნასას განცხადებით ის 14 პროცენტით დიდი და 30 პროცენტით ნათელი იქნება, ვიდრე ტიპური მთვარე. სინამდვილეში, მას თბილი ოქროსფერი ელფერი ექნება.
4 ივნისის სავსემთვარეობა ასტროლოგიაში მნიშვნელოვან მოვლენად ითვლება და ამბობენ, რომ აღნიშნულ დღეს სურვილის ჩაფიქრებას სულ სხვა ძალა აქვს. აღსანიშნავია ისიც, რომ უძველესი დროიდან მიიჩნევა რომ მთვარე ადამიანზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს, მთლიანად ცვლის მის ყოველდღიურობასა თუ ხასიათს.
ამ დღეს საკუთარი მიზნები და სურვილები ზუსტად ჩამოაყალიბეთ. ითვლება, რომ სამყაროს ჩვენი ყველაზე უკეთ ესმის. ჩამოწერეთ სანუკვარი ოცნებების შესახებ, ხმამაღლაც გაიმეორეთ და სთხოვეთ სამყაროს, რომ ასრულებაში დაგეხმაროთ.
ასევე, შეგიძლიათ, გამოიყენოთ სანთელიც – პატარა ფურცელზე დაწერეთ თქვენი სურვილი, გადაახვიეთ წვრილად და სანთლის ცეცხლით დაწვით. ნარჩენები კი ჰაერში გაფანტეთ. იფიქრეთ პოზიტიურ ამბებზე, ყველა გამართლებასა და კეთილ საქმეზე, რომლებიც აქამდე თქვენს ცხოვრებაში ყოფილა, მადლობა უთხარით სამყაროს ამისთვის და ბევრად მეტ და უკეთეს შესაძლებლობას მიიღებთ.
კომენტარები