“ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი:
“გულახდილად გეტყვით – არ ველოდი. ცოტათი მაინც, მაგრამ მეც დამაკომპლექსეს ამ უსამშობლოებმა – “დამარცხებულის კომპლექსში” ამყოფებენ საკუთარ სექტანტებსაც და ეს მეტასტაზა სურთ მთელ საქართველოს გადადონ.
ქვეყანას, რომელსაც პლანეტის უძლიერესი გოლიათი ლაშა ტალახაძე ჰყავს. ქვეყანას, სადაც გუშინ 20 წლის რაგბისტებმა – რაგბის ფუძემდებელი ინგლისელი თანატოლები დაამარცხეს. ქვეყანას, რომელსაც პატრიოტი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. ქვეყანას, რომლის ახალგაზრდა მორწმუნე ვუნდერკინდი პირველივე სეზონში ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულს დაეუფლა.
და სწორედ ამ ადამიანს მთელი ერთი წელიწადი აგინებდნენ და აბულინგებდნენ ჩვენი სექტანტები. რა გლოვაა მათ ბანაკში – ძნელი წარმოსადგენია. პოლიტიკურ კოშმარს – სპორტულიც დაემატა. მორიგი ქართველი გახდა მათთვის უცხო ქვეყნის სავიზიტო ბარათი მსოფლიოში. მსოფლიოში, საიდანაც საქართველო თურმე “გაქრა” რადარებიდან სააკაშვილის წონასთან ერთად. არ ვიზიარებ მათ მწუხარებას – მათი მწუხარება მახარებს…”
კომენტარები