მწერალი, ლუკა ბაქანიძე, გვერდზე Lukrecio Bakanidze, წერს:
“სკვერში ვზივართ მე და ვიღაცა ძალიან ბებერი კაცი. ფორტ ბოიარდის თამაშებში რო მამა ფურა იყო, აი ეგეთ ვიდზე. ამ დროს იქვე ქუჩაზე შეიკრიბა ხალხი და მიტინგი მოცხეს. ეს ბებერი ჩიფჩიფებს – აეხლა უნდა დავერიო ამათ! თან წამოდგომას ჩალიჩობს და არ გამოსდის. მეთქი არ გინდათ, შეეშვით, ოჯახები ყავთ, შვილები, რატომ უნდა დაერიოთ კაცო, ცოდონი არიენ. ეს დაჯდა ისევ და ამბობს – კაი, შენი ხათრით არ დავერევი. მოკლედ, ერთი ორასი კაცი გადავარჩინე იმ დღეს მაგარ ცემას. ისე კი ძაან მესაყვარლებიან ასეთი მოხუცები, ჟანგბადის ბალონით და წვეთოვანით საჩხუბრად რო იქაჩებიან ხოლმე “
კომენტარები