უფლებადამცველი, თამარ იარაჯული:
“ცოცხლად დამწვეს, ის რაც მჭირს არ მაკმარეს და სანამ ჩემი ხორცის მწვადის სუნი არ ავიდა კანცელარიის სახურავზე არც ჩრდილში სკამით დაჯდომის უფლება მომცეს და არც პასუხი მაღირსეს.
დავიწვი და ყოველ დღე უფრო მწარეა ჩემი ცხოვრება მაგრამ მე დედა ვარ და ხოხვით რომ შევძლო მივალ შედეგამდე,
მაგრამ მინისტრ გომელაურს მინდა ვკითხო ამხელა ტკივილით შინაგანი და ეხლა უკვე სხეულით დაფუფქული რომ გამომიშვით რამე დაგიშავეთ?
მე არ მეგონა თუ გაბრიელის მდგომარეობას ასე შეხედავდით და დამწვავდით,
განა რა მოხდებოდა ერთი სკამი რისი კანონიერი უფლებაც მაქვს დამედგა რადგან თვეებია არ მძინავს ფეხზე ვერ ვიდექი
იცით ბატონო პრემიერო და მინისტრო ამ მხრებით ვატარებ გაბრიელს ტკივილების დროს და ხვალ კანი რომ გამძვრეს მაინც ვატარებ იმიტომ რომ არ მტკივა მე ტკივილს ვეღარ ვგრძნობ ოღონდ მართლა,
უბრალოდ მინდოდა მენახებინა როგორ დაარღვიეთ დღეს ჩემი უფლება და თუ გადავხედვთ ისტორიას ძალიან ცუდი რამე მახსენდება როცა მზეზე ადამიანებს წვავდნენ
მადლობა თანადგომისთვის!
ესეც გაივლის…..”
კომენტარები