პარტიის, “კანონი და სამართალი” პოლიტსაბჭოს წევრი, თამარ ბუჩუკური:
“ახლა, კადიროველებისთვისაც კი “პრახადნოი დვორ” რომაა და 2012 წლამდე ქართული სახელმწიფო რომ იყო, იმ ტერიტორიულ წარმონაქმნზე – რას აკეთებს კადიროვის დაჯგუფება, როგორ შემოვიდნენ შეიარაღებით საზღვარზე და რა მიზნით შემოუშვით საქართველოს მთავრობა ქართული ოცნება / Georgian Dream
თეორიულად არსებობს რამდენიმე ვარიანტი: იმის გამო, რომ საქართველოს რუსული მთავრობა ჰყავს, აქ, ომიდან გამოქცეულები არ ჩამოვლენ – მუხთარლის ქეისი გვახსოვს…
ე.ი. სხვა მიზნით იმყოფებიან, რახან შემოუშვით.
ამიტომ, ეს სხვა მიზანი ან ჰუმანიტარული ინტერვენციის განხორციელების მცდელობაა – რუსეთის მოქალაქეებმა მოაწყონ პროვოკაცია და კადიროველებმა დაიწყონ პუტინის მოქალაქეების დაცვის მიზნით თავდასხმა საქართველოს მოქალაქეებზე, რაც საომარ მოქმედებებში გადაიზრდება, რადგან რუსეთმა უკრაინაში პრაქტიკულად წააგო და დასავლეთთან ახალი სავაჭრო ობიექტი სჭირდება, ან რუსული ოცნების გაგდების, რევოლუციური სცენარის შემთხვევაში კადიროველების დახმარებით, შეძლონ მოქალაქეების დაშინება და ხელისუფლების შენარჩუნება ისევ რუსული საქმის კეთების მიზნით…
იმედია, საერთაშორისო თანამეგობრობა უმკაცრეს პასუხს გასცემს ტერორიზმის მხარდმჭერ რეჟიმს. პერსონალური კი არა, უკვე ეს ქვეყანა იმსახურებს ეკონომიკურ სანქციებს თუ კადიროველებიც გავატარეთ და არ დავასრულეთ რუსული მთავრობა
ნებისმიერი სცენარის შემთხვევაში პასუხისმგებლობა არის მხოლოდ ქართული ოცნების
P.S. ქოცებო, ამათი მხოლოდ თქვენებს ეშინიათ, ჩვენ – მეორე მხარემ კარგად ვიცით, რომ კოლექტიური კადიროვები ხართ, ასე, რომ თქვენი დასაშინებელი თქვენსავე პარტიის რიგებში ითვალეთ
კომენტარები