უმრავლესობის დეპუტატი, დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს:
,,გუშინ მეგობართან ვიყავი, უკრაინის მოქალაქეები ყავს სტუმრად, 2 დღის ჩამოსულები არიან საქართველოში. ერთ-ერთი ცნობადი პიროვნებაა კიევში. გვიანობამდე ვილაპარაკეთ, საოცარ ამბებს ყვებოდნენ. ჩათვალეთ, რომ ტელევიზიებით და სოცქსელებით 100%-ით დამახინჯებულ ინფორმაციებს ვიღებთ! ქართველებზე რა აზრის არიან უკრაინაშიმეთქი, ვკითხე! ადრე ძალიან ცუდი კამპანია იყო, საქართველოდან ჩამოსულ ქართველ ჩინოვნიკებს, რომლებიც უკრაინის ხელისუფლებაში მაღალი თანამდებობები უკავიათ, ყველა მედია სივრცეში საზიზღრობებს ალაპარაკებდნენ თქვენს ხელისუფლებაზე, იარაღს აწვდიან ქართველები რუსებსო და უკრაინელების წინააღმდეგ იბრძვიანო! შემდეგ, როდესაც უკრაინის მოქალაქეების დიდი რაოდენობა საქართველოში ჩამოვიდა, ხალხმა აქ სიმართლე გაიგო და უკრაინაში მყოფებს გვიყვებოდენ საქართველოს ხელისუფლების უკრაინისადმი მხარდაჭერას და ეს კამპანია ჩაუვარდათო. მაშინ კიევში ზოგიერთი ჩინოვნიკი იმაზეც ლაპარაკობდნენ, უკრაინის მოქალაქეები საქართველოდან სხვაგან გადავიყვანოთ ან უკან დავაბრუნოთო. რეალურად ფეიკ კამპანიის ასაგორებლად საქართველოში მყოფი უკრაინელები ხელს უშლიდნენ და აქედან მოცილება უნდოდათო (გამახსენდა უკრაინის საელჩოს ულტიმატუმი, თუ საქართველოში რუსი ტურისტები შემოვლენ, აქ უკრაინის მოქალაქეებს საფრთხე შეექმნებათ და მათ ევაკუაციას დავიწყებთო). ახლა ყველამ ნათლად დაინახა კიევში რაც ხდება და ყველა ერთი და იგივეს ამბობს, თუ პატარა საქართველოს მთავრობა, უძლებს ზეწოლას ომის წამქეზებლებისგან, ომს არ იწყებს და ამით მისი მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის, არიდებს თავს პროვოკაციებს და სურს მისი ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანად დაბრუნება, რატომ არ შეეძლო დიდი უკრაინის ხელისუფლებას იგივე გაეკეთებინა და ამდენი უკრაინელი არ დახოცილიყო, ბავშვები, მოხუცები, სამხედროები. ყველგან ამაზეა საუბარი, მთელ უკრაინაში, რაც არა მგონია თქვენთვის კარგი იყოს, რადგან ომის წამქეზებლებისთვის ეს სერიოზული პრობლემაა, მშვიდობის მაგალითი ხართ და ყველანაირი მეთოდებით გააასმაგებენ თქვენზე ზეწოლას, რომ როგორმე ომში ჩაგრთონ და უკრაინელ ხალხს დაანახონ ომის გარდაუვალობა. ხედავთ, ვერავინ ვერცერთი სახელმწიფო ვერ აირიდებდა სამხედრო დაპირისპირებას. პოლიტიკურ თემებსაც შევეხეთ. ახლა ამას არ დავწერ, ომშია უკრაინა, თუმცა, ადეიშვილის ბანდამ კი გაგვასწრო ქართველებს, მაგრამ უკრაინელებს ვერ გამოასწრებენ, ისეთი გაბრაზებულები არიან!”
კომენტარები