უფლებადამცველი ბაია პატარაია ,,რეტროში” მომხდარ ფაქტს ეხმაურება:
,,
რესტორანი “რეტროს” კადრები ვნახე და გული კინაღამ გამიჩერდა. ყველა მოძალამდემ უნდა შეიგნოს, რომ მისთვის არავის მიუცია სხვისი ცემის უფლება: არც ეთიკას და მორალს, არც ე.წ. კაცობას, არც კანონს და არც ღმერთს.
ძალიან ბევრი ეშლებათ დღეს კაცებს ერთმანეთთანაც, ქალებთან და ბავშვებთანაც. სანამ თავად კაცები არ იტყვიან უარს ძალადობასა და აგრესიაზე, მანამდე იქნებიან უბედურები, გატანჯულები და მარტოები.
არავის უყვარს მოძალადე კაცი: არც ცოლს, არც შვილს და არც თანამშრომელს. კაცების ტანჯვა არ დასრულდება მანამ, სანამ უარს არ იტყვიან ძალადობაზე და აგრესიაზე. და რადგან მე არ მისმენენ და არ მიჯერებენ – იქნებ კაცებმავე უთხრათ და გააგებინოთ ერთმანეთს ეს მარტივი ჭეშმარიტება, რომ ძალადობას და აგრესიას მოჰყვება მხოლოდ უსიყვარულობა, სიმარტოვე და უსასრულო ტანჯვა. და რომ ეს არ არის “კაცობა” და ღირსება, რომლითაც ყველაზე ხშირად ცდილობენ ძალადობის გამართლებას.”
“რესტორნის მფლობელმა სცემააა მიმტანი” – რა ვიდეოს აქვეყნებს მარია ზოიძე
კომენტარები