ამ ადამიანს ოპერაში არ შეუშვებენ, არათუ ციხეში,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
თეა წულუკიანმა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გააკრიტიკა და სთხოვა, რომ ციხის დაწესებულებებში „ასეთი“ თანამშრომლები აღარ გაუგზავნონ.
„ქალბატონო ნინო, მე მინდა გავასაჯაროვო ციხეში გადაღებული ვიდეოკადრები, როდესაც თქვენი წარმომადგენელი მოვიდა შეხვედრაზე ერთ-ერთ პატიმართან. მან ორჯერ აადუღებინა ყავა პატიმარს, შეუჭამა შოკოლადი, მოუწია სიგარეტი და შემდეგ მისი საპირფარეშოთიც ისარგებლა. იყო დახეული ჯინსებით და ბერეტით, ასეთ ადამიანს ოპერაშიც კი არ შეუშვებენ“
კომენტარები