თელავში 1 ივნისს, ქალაქის მთავარ მოედანზე ბავშვების დღისამდი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. თეატრთან 1500-ზე მეტი მცირეწლოვანი სხვადასხვა გასართობის პროგრამით, მრავალი საჩუქრით და ფერადი ბუშტებით შეხვდა.
თელავის თეატრში ბავშვებისთვის სპეციალური სპექტაკლებიც ჩაინიშნა. მერიის მხარდაჭერილ ღონისძიებაში ჩართული იყვნენ ონკო პაციენტები, რომელთაც სურდათ რეგიონიდან ჩამოსული ბავშვებისთვის განსაკუთრებული დღე მოეწყოთ.
„ონლაინ ჯორჯიას“ მოწყობილი ფერადი კუთხე ბავშვობაში დაგაბრუნებდათ, რომელიც პარტნიორი კომპანიების გვერდში დგომის შედეგი იყო.
სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, გათბობა-გაგრილების კომპანია „ცელსიუსმა“ ბავშვებს სხვადასხვა საჩუქრები და სიუპრიზები მოუწყო, ხოლო ონკო პაციენტებს ფინანსური მხარდაჭერა გაუწია.
ღონისძიებამ საზეიმო ვითარებაში ჩაიარა, რომელიც გრანდიოზული ტორტის გაჭრით და ფეიერვერკებით დასრულდა.
კომენტარები