ლოტო „5/35–ოქროს ბურთში“ ჯეკპოტი გათამაშდა, მოგებულმა თანხამ ნახევარ მილიონ ლარს გადააჭარბა –კონკრეტულად კი, გათამაშდა 506 729 ლარი.
იღბლიანი ბილეთის მფლობელია თბილისელი ქალბატონი, გულქან თოთაძე.
გულქან თოთაძე ფიზიკოსია და წლების მანძილზე პედაგოგად მუშაობდა თბილისის ერთ–ერთ სკოლაში. იგი, “ალიას” უყვება, რომ უკვე რამდენიმე წელია, მიზანდასახულად თამაშობდა 3/35 და 6/42 ლოტოებს, ასევე საქართველოს ეროვნული ლატარიის სხვა გათამაშებებს და ყოველთვის სჯეროდა, რომ ერთ დღესაც ჯეკპოტს მოიგებდა.
გულქან თოთაძე:
–როცა ვამბობდი, რომ ერთ დღესაც ჯეკპოტს აუცილებლად მოვიგებდი, არ სჯეროდათ და მეუბნებოდნენ, ჯერ მოიგე და მერე ვილაპარაკოთო. მოვიგე და ისევ არ სჯეროდათ, რომ ჯეკპოტი მოვიგე, –რა იყო, პირველად ხომ არ იგებო, – მითხრეს, აქამდეც არაერთხელ მომიგია მცირე თანხები, 100 ლარი, მაგალითად და ფიქრობდნენ, რიგითი მოგება იყო. მიუხედავად იმისა, რომ მართლა დარწმუნებული ვიყავი, რომ ერთ დღესაც ჯეკპოტს მოვიგებდი, იმდენად დიდი იყო ემოცია, ცუდად გავხდი. გარეთ გავვარდი და იმ ჯიხურისკენ გავიქეცი, სადაც ბილეთი შევავსე, არც ცეკვა ვიცი და არც სიმღერა, მაგრამ მახსოვს გზაში თან ვმღეროდი, თან ვცეკვავდი. ჯიხურთან მისულს, მეჯიხურემაც რომ დამიდასტურა მოგება, სიხარულისგან ტირილი დავიწყე.
–რატომ იყავით დარწმუნებული, რომ აუცილებლად მოიგებდით?
–ელემენტარული მათემატიკაა, თუ თამაშობ, ყველა ვარიანტში იგებ ერთხელაც და ისედაც, თუ თამაში გიყვარს და პროცესი სიამოვნებას განიჭებს, უკვე მოგებული ხარ, არა? გადაცემასაც სიამოვნებით ვუყურებდი და თამაშიც მახალისებდა. გარდა ამისა, მჯერა საკუთარი თავის, რაც კი დავისახე ცხოვრებაში მიზნად, ყველაფერი გამომივიდა. მახსოვს, პირველი ოცნება იყო, მიმეღო კარგი განათლება, შემდეგ მიზნად დავისახე, შვილი გამეზარდა კარგ ადამიანად და ამასაც თავი გავართვი, მახსოვს როგორი გაჭირვებით ვცხოვრობდი სარდაფში და ზუსტად ვიცოდი, რომ მექნებოდა ჩემი სახლი, ესეც მოვახერხე. შესაბამისად, ვთვლიდი, რომ ამ ოცნებასაც ავისრულებდი და ასეც მოხდა.
–როგორ აპირებთ მოგებული თანხის გამოყენებას?
–მიყვარს მიწასთან ფუსფუსი, მიყვარს ყვავილები, ბუნება, მინდა კერძო სახლი ეზოთი და შევიძენ. ჩემ შვილიშვილს ოთხფეხა მეგობარი, ძაღლი სურს იყოლიოს და ამ ოცნებას ავუსრულებ, ჩემ შვილსაც აქვს ერთი ოცნება, რომელზედაც თავად გიამბობთ და ცხადია, არც მის ოცნებას დავტოვებ აუსრულებელს. 3 ადამიანის ოცნებები ახდება საქარველოს ლატარიის დამსახურებით.
–რის მიხედვით წერდით ხოლმე რიცხვებს?
–ფიზიკოსი ვარ და მთელი ჩემი ცხოვრება ციფრებს უკავშირდება, სიმართლე გითხრათ, თავიდან, გარკვეულ კანონზომიერებას ვეძებდი. ეს არ იყო მხოლოდ ციფრების და რიცხვების ჩაწერა, მართლა ვთამაშობდი, ვიმახსოვრებდი რა ციფრები ამოდიოდა, გამორიცხვის მეთოდიც ვცადე, მგონი, ყველა გზა მაქვს ნაცადი, დაბადების დღეების ციფრებით დაწყებული, ავტობუსის გაჩერებაზე რომ ვიდექი, ტაბლოს ავხედავდი ხოლმე და ავტობუსის ლოდინის დროსაც კი ვწერდი, ყველა მხრიდან ვცდილობდი ნიშნების პოვნას. იმ დღეს არაფერზე მიფიქრია, არაფერთან დამიკავშირებია, უბრალოდ და სპონტანურად ჩამოვწერე ციფრები და რიცხვები – 5, 6, 13, 14, 22. ეს იყო 18 მაისი, 19 მაისს გავიგე რომ ჯეკპოტი მოვიგე და ჩემი კიდევ ერთი მიზანი ავისრულე. თუმცა, არ ვაპირებ თამაშისთვის თავის დანებებას. ცოტას დავისვენებ, და მოგების მეორე რაუნდისთვის ვემზადები (იცინის). და ყველას, ვინც კითხულობს, მინდა ვუთხრა – ითამაშეთ, გაერთეთ, გაიღიმეთ და მოიგებთ.
ლოტოს იღბლიანი ბილეთის მფლობელს ერთი შვილი ჰყავს, მაია ბახტაძე, რომელიც გერმანული ენის და ლიტერატურის სპეციალისტია. როგორც „ალიას“ უყვება, დიდად არ სჯეროდა დედის მიზნის ასრულების, თუმცა, არასოდეს გაუპროტესტებია, რადგან ხედავდა რამხელა სიამოვნებას ანიჭებდა თამაშის პროცესი და როგორ ახალისებდა.
მაია ბახტაძე:
–დედა 2018 წლის შემდეგ თამაშობს საქართველოს ლატარიის თითქმის ყველა თამაშს. იგებდა ხოლმე მცირე თანხებს და ყოველთვის სჯეროდა, რომ ერთ დღეს ჯეკპოტს მოიგებდა. მე არ მჯეროდა, სიმართლე რომ გითხრათ, თუმცა, ახლა მეც მომეცა სტიმული და გადავწყვიტე, დღეიდან მეც დავიწყო თამაში და დღეს მეც დედასავით მჯერა, რომ აუცილებლად მოვიგებ ერთ დღესაც ჯეკპოტს. ჩემი ოცნება მოგზაურობაა. პირველ რიგში, ვენაში მინდა წასვლა, იქ ვსწავლობდი რამდენიმე წელი და ძალიან მინდა ისევ გავისეირნო ვენის ქუჩებში, შემდეგ კი, კიდევ რამდენიმე, ჩემთვის ძვირფას ქალაქს მოვინახულებ. საქართველოს ლატარიის და დედაჩემის სიჯიუტის წყალობით, ამ ოცნებას ავისრულებ. სხვათა შორის, რიცხვი 22 ჩემი ვენიდან საქართველოში დაბრუნებას უკავშირდება და დედა ხშირად იყენებდა ხოლმე ამ რიცხვს ლოტოში ადრე, მიაჩნდა, რომ რამდენიმე წლის უნახავი ერთადერთი შვილის ქვეყანაში დაბრუნების თარიღი ნამდვილად ბედნიერი რიცხვი იქნებოდა. ბოლო წლებში აღარ გამოუყენებია, თუმცა, ახლა, როგორც ვნახე, ისევ ჩაუწერია, ოღონდ, ამჯერად უკვე ქვეცნობიერად, რადგან, ამბობს, რომ ყველა ციფრი სპონტანურად დაწერა. ასევე ხშირად წერდა ხოლმე სამიანს, თუმცა, ბოლო თამაშისას, სამიანი აღარ ჩაუწერია და როგორც ვხედავთ, საბედნიეროდ.
„5/35 ოქროს ბურთის“ იღბლიანი ბილეთი გულქან თოთაძემ, ჩვეულებისამებრ მის საყვარელ ჯიხურში, რომელსაც ასევე იღბლიანი ნომერი აქვს, 555–ე ჯიხურში შეავსო 18 მაისს. ჯიხური მდებარეობს მუხიანის დასახლების პირველ მიკრორაიონში. ინგა ტეფნაძე პროფესიით ბუღალტერია, ის 8 წელია უკვე ამ ჯიხურში მუშაობს. „ალიას“ გვიყვება, რომ მისთვის საქართველოს ლატარია ოჯახივითაა და ყველაზე ბედნიერი სწორედ ამ სამსახურშია. ინგა სტეფნაძე საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ დააჯილდოვა ფულადი ბონუსით და სტატუსით – იღბლიანი მეჯიხურე.
ინგა სტეფნაძე:
–გულქაანი ჩვენი მუდმივი სტუმარია, მას არასოდეს მოჰქონდა ჩამოწერილი რიცხვები, ყოველთვის ადგილზე ავსებდა, ხოლმე. 18 მაისს დაბადების დღე მქონდა, მოვიდა ჩვეულებისამებრ, 5 ბილეთი შეავსო, მათ შორის, 5/35 და 6/42-ის, ცოტაც ვისაუბრეთ და წავიდა. საღამოს დაბადების დღე ავღნიშნე და დილით ვიგებ, რომ ჯიხურში, სადაც ვმუშაობ, ჯეკპოტი გათამაშდა. გამოვიდა, ყველაზე იღბლიანი ბილეთი ჩემ ჯიხურში შეივსო, ჩემ დაბადების დღეს. ისედაც იღბლიანს ეძახდნენ ამ ჯიხურს მომსვლელები, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ნომრით 555–ია და მეორეც იმიტომ, რომ როგორც ამბობენ, სულ ვიღიმი, მარტივად შევდივარ კომუნიკაციაში და ეს ადამიანებს კარგ განწყობაზე აყენებთ. ამბობენ, ღიმილიდან და კარგი განწყობიდან იღბლამდე ერთი ნაბიჯიაო და მეც მჯერა მაგის. თითქმის ყოველ დღე იგებენ ადამიანები მცირე თანხებს, მათი სიხარული მეც მაბედნიერებს და სწორედ ამიტომ, მართლა ხალისით მოვდივარ სამსახურში. მახსოვს, ერთხელ, ერთი ახალგაზრდა გოგო მოვიდა, მითხრა, პირველად ვთამაშობო და მთხოვა, შევსებაში დავხმარებოდი. 33 000 ლარი მოიგო და მის ბედნიერებასაც ვერ გადმოვცემ სიტყვებით.
შეგახსენებთ, ლოტო “5/35-ოქროს ბურთი’’ ყოველდღიური გათამაშებაა და ის კომპანიის Facebook -ის ოფიციალურ გვერდზე https://
ამ დროისთვის, ,,5/35 -ოქროს ბურთში’’ მოგებული დაგაც
ემულია 5 700 000 ლარზე მეტი.
მოგეხსენებათ, უკვე წლებია საქართველოს ლატარიის გათამაშების ყოველდღიური გადაცემის თანაწამყვანია ზაალ (ვინი) წულუ
როგორც ვინი ჰყვება, გული უგრძნობდა, რომ ჯეკპოტი სწორედ იმ დღეებში გათამაშდებოდა:
–ბოლო დღეებში ოქროს ბურთი რამდენჯერმე ამოხტა, იყო მესამე კატეგორიის, ოთხციფრიანი მოგებები, ვგრძნობდი, რომ ცოტაც და ჯეკპოტი გათამაშდებოდა. არ ვუყურებდი, „ყურს“ ვუსმენდი და უცებ, რამდენიმეწამიანი სიჩუმე რომ ჩამოვარდა, მივხვი, რომ რაღაც ძალიან კარგი მოხდა. ძილშიც გავიმეორებ 5, 6, 13, 14, 22 და 506 729 ლარი. მე რაც ეს გადაცემა მიმყავს, ეს ყველაზე დიდი ჯეკპოტია 5/35–ში, მახსოვს, 261 ათასზე მეტი მოიგო გორში მაცხოვრებელმა და ჯამში 5 700 000 ლარზე მეტი მოგებაა გაცემული 5/35–იდან, მაგრამ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ერთ მოთამაშეს რომ გადაეცემა, მაინც სულ სხვა ემოცია ყოფილა. დღეს კი ყველანი 5/35–ზე ვსაუბრობთ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ ამასობაში 6/42, სადაც მაქსიმალური მოგება მილიონ ორასი ათასზე მეტია.
საქართველოს ეროვნული ლატარიის კომუნიკაციების მენეჯერი, ნინო პოტრჟებსკაია, „ალიას“ უყვება, რომ ჯამში, საქართველოს ეროვნულ ლატარიაში, 2018 წლიდან დღემდე მოგებული და გაცემულია 90 მილიონი ლარი.
კომენტარები