ჟურნალისტი ესმა კუნჭულია სოციალურ ქსელში წერს:
,,მანქანა არ მყავს და ტაქსით ვმგზავრობ – წოდორეთი-თბილისი?
გუშინ ნაჩუქარი შანელის “ესენსი” მიდევს ჩანთაში და ამოვიღე, შევიპკურე❤️
ტაქსის მძღოლი: ახლა თქვენ სუნამო დაისხით?
მე: დიახ…
ტაქსის მძღოლი: რატომ მერე?
მე: ალერგია გაქვთ?
ტაქსის მძღოლი: არაა…. ისევ სკანდალი მელის((( რა ვუთხრა ჩემს ცოლს?(((
პ.ს. მოკლედ, გავაღე მანქანის ფანჯრები, ვანიავე… ის კი ყვებოდა რა ელის ხოლმე სახლში, როცა მგზავრის დასხმულ სუნამოს გრძნობს ცოლი…(ბიჭი ახალგაზრდა იყო, ცოლიც, სავარაუდოდ)(((
და ბოლოს დავუსვი კითხვა: და რატომ არ გიჯერებთ? ვერ მიპასუხა.
ახლაც ვღელავ, რამდენი ადამიანი დადის ამქვეყნად, ვისაც სჭირდება ფსიქოლოგიური მხარდაჭერა(((
Caucasus Institute of Gestalt Therapy and Family Psychotherapy (CIGTFP) რა მაგარია, რომ არსებობთ❤️”
კომენტარები