თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი:
“50 წლის ვხდები! 50-ის.
არც არაფერი ყოფილა!
ზუსტად ისეთი განცდები მაქვს 25-ის რომ ვხდებოდი!
ვიზრდები!
არადა ფურცელზე დაწერილი გაცილებით უფრო შთამბეჭდავად გამოიყურება! აქამდე გავლილი გზაც შთამბეჭდავია, ნახევარი საუკუნის შესაფერი!
მაგრამ წინ დიდი თავგადასავლებია, ჩემი წიგნის დიდი და ყველაზე მთავარი ნაწილი ჯერ არ დაწერილა!
დღეს განსაკუთრებით მადლიერი ვარ ყოველი თქვენგანის, ნაცნობის და უცნობის ვინც მთელი წელი დანებების უფლებას არ მაძლევდით, მაიმედებდით, მეხმიანებოდით, მეხმარებოდით, მაძლიერებდით!
დღეს ვეღარაფერი მომერევა, აი ამ გოგოებივით ვარ, ერთი დღეს გავიცანი კოსტა რიკაში, მეოცნებეა, მეორე კი ჩემი ძველი ნიუ იორკელი მეგობარია, თამამი და მებრძოლი საკუთარი ოცნებებისთვის!
50 წლის გავხდი! არაფერი იცვლება, ეს ჯერ მხოლოდ რიცხვია უფრო შთამბეჭდავი ვიდრე 25 იყო, მაგრამ მაინც მხოლოდ რიცხვია!”
კომენტარები