“ქართული მარშის” ლიდერი, სანდრო ბრეგაძე:
“— ეს ისტორიები პირდაპირ ჩემს თვალწინ ხდებოდა ( აგერ 1 მეტრში ) – მათ ყველას თავიანთი მმართველობა მარადიული ეგონათ , მათ ხელთ აბსოლიტური ძალაუფლება ეპყრათ , ისეთი ძალაუფლება რომელიც დღეს არც მოელანდებათ — მაგრამ ვერც მილიარდებმა, ვერც ძალოვანებმა, ვერც უშიშროებამ, ვერც ტანკებმა , ვერც სპეცრაზმმა და ვერც ჯარმა ვერ უშველა
— 2003 წლის არჩევნებამდე 1 წლით ადრე შევარდნაძის და მოქალაქეთა კავშირისთვის რომ გეთქვა ჰაერში მოფარფატე სააკაშვილი დაგამხობთ, შემდეგ ციხეში ჩაგყრითო – სასაცილოდაც არ ეყოფოდათ
— 2004 წლის გაზაფხულამდე 1 წლით ადრე ასლან აბაშიძესთვის ვინმეს , რომ ეთქვა გაქცევა მოგიწევს , ყველა გავლენას დაკარგავ და აჭარაში ფეხს ვეღარ დადგამ , რადგან ძებნილი იქნებიო – სიცილით გასკდებოდა
— 2012 წლის არჩევნებამდე 1 წლით ადრე სააკაშვილისთვის , მერაბიშვილისთვის , ახალაიასთვის და ნაცებისთვის რომ გეთქვა — ხელისუფლებას დაკარგავთ , “ სმეტანის “ ბოთლებით სავსე სატვირთოთი მოგიწევთ შემოპარვა, შემდეგ დაგიჭერენ, გაგაბანძებენ , ზოგი ფსიქიატრიულში და ზოგი “ რეზბალნიცაზე “ მოხვდებითო – ირონიულად შემოგხედავდნენ, დაგცინებდნენ და გიჟი ეგონებოდი
— რატომ გავიხსენე პირადად ჩემს თვალწინ განვითარებული პროცესები
— პასუხისგან თავს შევიკავებ და ერთს მიგანიშნებთ – “ რა ვიცი , რა ვიცი “
— როგორც დიდი ინგლისელი მწერალი და ფილოსოფოსი ოლდოს ლეონარდ ჰაქსლი წერდა – “ ალბათ ისტორიის ყველაზე დიდი გაკვეთილი ის არის , რომ არავინ გაითვალისწინა ისტორიის გაკვეთილები “
კომენტარები