ახალი ცვლილებით, რომელზეც დღეს მეორე მოსმენით უნდა იმსჯელონ, უმრავლესობის ლიდერები ისარგებლებენ სამსახურებრივი ავტომობილებით, ეყოლებათ საკუთარი სამდივნო და ექნებათ ყველა ის პრივილეგია, რაც დღეისათვის მხოლოდ სპიკერისა და ვიცე სპიკერისთვისაა დარეზერვებული.
ცვლილებები მომდევნო მოწვევის პარლამენტისთვის იგეგმება. ცვლილებების მიხედვით, უმრავლესობის ლიდერს ყველა ის პრივილეგია ექნება, რაც ვიცე სპიკერს აქვს.
აქამდე მოქმედი რეგლამენტით, მაგალითად, ირაკლი კობახიძე ასევე სარგებლობს ყველა პრივილეგიით, თუმცა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ის წინა მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეა.
ამასთანავე, ცვლილებები ერთგვარად ზღუდავს ყოფილი დეპუტატების უფლებებს და მათ საშვის გარეშე პარლამენტის შენობაში შესვლას უკრძალავს.
კომენტარები