ავსტრიაში 15 მაისიდან რესტორნები და კაფეები გაიხსნება, ასევე ეკლესიებში განახლდება მსახურება. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, სებასტიან კურცმა გააკეთა.
პრემიერის განმარტებით, კაფეები და რესტორნები ქვეყნის მაშტაბით 23:00 საათამდე შეძლებენ მუშაობას.
ავსტრიაში „კოვიდ-19“-ით 14 873 ადამიანია დაინფიცირებული, დაღუპულია 491. ვირუსისგან 10 ათასი ადამიანი განიკურნა.
კომენტარები