ჟურნალისტი, გრინ ბარეტი:
“რა გამახსენდა:
სააკაშვილის დროს რომ სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო, კვეზერელი თუ არ ვცდები, ცხვირმოუხოცავი ღლაპი. აი ის, ხარზე რომ თქვა, – მამალი ძროხაო, თუ გახსოვთ… –
ხოდა ეს არის გურიაში ჩასული და ზედ ყანის ფართობში ხვდება გლეხებს.
გვალვაა, სარწყავი წყალი არაა, სიცხისგან დახეთქილ მიწას ქერქი აქვს მოდებული, იწვის მიწა და ხმება სიმინდი…
ეს ჩემის მინისტრი დატრენინგებული და მაგარი მომზადებულია ჩასული და პროფესორობს მეყანეებთან:
ამერიკელმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ ყანის ერთხელ გათოხნა, მის ორჯერ მორწყვას უდრის. შესაბამისად ორჯერ გათოხნა, – ოთხჯერ მორწყვას…
ერთი გლეხი წამოდგა წინ და ეკითხება მოკრძალებულად:
– ბიძიკო, ორჯერ კი გავთოხნეთ უკვე აი
ყანა და, – მესამეჯერაც რომ ვქნათ, ძაან ხომ არ ატალახდება თუიცი?…
/გრინ ბარეტი/ “გურული ამბები”
კომენტარები