სომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის აღმასრულებელი დირექტორი მარგარიტა გრიგორიანი თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც ინტერნეტში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ხველის ამსახველი კადრები გავრცელდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ინტერნეტში გავრცელებული ვიდეო ნიკოლ ფაშინიანის ხალხისადმი მიმართვის მომზადების დროსაა ჩაწერილი, რომელიც სომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერში გადაიცემოდა. კადრებში სომხეთის პრემიერი ახველებს და წამლებს სვამს.
ტელევიზიის ყოფილმა ხელმძღვანელმა აიღო პასუხისმგებლობა ვიდეოკადრების გაჟონვის გამო და მისი ორგანიზატორები „კოლეგიალური ეთიკის ნორმების დარღვევაში“ დაადანაშაულა. მარგარიტა გრიგორიანთან ერთად ტელევიზია ვიდეომიმართვის მომზადებაზე პასუხისმგებელმა რამდენიმე თანამშრომელმა დატოვა.
სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 400-ს გადააჭარბა, აქედან ლეტალურად 22 შემთხვევა დასრულდა.
კომენტარები