უფლებადამცველი, თამარ იარაჯული, რომელიც არაერთი თვეა იბრძვის შვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადასარჩენად, სოციალურ ქსელში, წერს:
ჩემი ცხოვრება და ჩემი ფეისბუქი დაემსგავსა ჯოჯოხეთს!
მაგრამ ასე დავიწყებ ყოველ დილას სანამ არ გაიგებთ ვისი სამინისტრო ხართ
სად იყავით გუშინ 12 წლის ბავშვის ექიმების კონსილიუმი რომ ჩატარდა?
ვერ მოხვედით და ვერ გაუსწორეთ ხო თვალი ამ საშინელებას?
მოგიწევთ მოსმენაც და მოვალეობის შესრულება,
ძალიან გინდათ შევეგუო რომ ისეთი მძიმეა დაველოდო ბავშვის სიკვდილს მაგრამ ვერ ეღირსებით!
სად ხარ დარეკეთ გამეცით პასუხი სად იყავით გუშინ ელოდებით წერილობით დასკვნას?
რატომ არ დაესწარით?
გუშინ გაბრიელის ღამე იყო ჯოჯოხეთი და ეს მინისტრი უნდა წავიდეს სახლში რადგან გუშინ არ გამოუშვა წარმომადგენელი!
ერთი ბავშვიც თუ არის ცუდათ უსაქმურობის გამო სახლში უნდა წავიდეს ყველა მინისტრი და ამას მიგაჩვევთ მე
გადადგეს ჯანდაცვის მინისტრი
გადადგეს ყველა ვინც კი არ გააცნობიერებს ბავშვების ბედს მე ცხოვრებაში არ მქონია ეს მოწოდება რადგან გვარებით არ იცვლება პრობლემები მაგრამ დროა ამის შიში ქონდეს ყველა მაღალჩინოსანს რომ წავა სახლში თუ მოვალეობას არ შეასრულებს
თუ ერთ ბავშვსაც არ ძინავს ტკივილისგან უნდა გაანთავისუფლოთ ის მინისტრი!
ძალიან არ მინდა არც დრო მაქვს აქციების მაგრამ ჩემი შვილი გადასარჩენია და რამდენჯერაც მას დედა დაჭირდება იმდენჯერ მოვალ
ან მიიღეთ მინისტრი რომელიც ბავშვებს მიხედავს!
ან მოგთხოვთ თქვენ პასუხს.
მიეჩვიეთ ხო მტირალ დედებს დამეხმარეს სტატუსებით შვილის ავადმყოფობით გამათხოვრებულს?!
ხოდა ვერ გაერკვიეთ ხო რას ვითხოვ?
ვითხოვ სახელმწიფოს სადაც ზრუნავენ ბავშვებზე
ორშაბათამდე ველოდები მინისტრის პასუხს მერე ვიწყებ უწყვეტ აქციებს კანცელარიასთან!”
კომენტარები