“ლელოს” წევრი, ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ ო’ბრაიანის განცხადების შემდეგ, სანქციები არა ქვეყნას ან ივანიშვილის გარმოცვას, არამედ პირადად ივანიშვილს დაედება.
“ქართული ოცნება დღეს იქცა კრემლის და პუტინის მოკავშირედ, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ ომში. ამას სხვა ახსნა ვერ ექნება. რა თქმა უნდა, ამას ექნება შესაბამისი პასუხები. დიდი ვარაუდით, ეს იქნება სანქციები, არა ივანიშვილის გარემოცვისა, არამედ პირადად ივანიშვილისა, რადგან მსგავსი გადაწყვეტილებები გამორიცხულია რომ მიიღებოდეს ივანიშვილის ჩართულობის გარეშე. ქვეყანას სანქციას არ დაადებენ ჩვენი პარტნიორები, იმიტომ, რომ მიჯნავენ ქართველ ხალხს და “ქართულ ოცნებას”, რომელიც ერთმანეთთან აღარანაირ ლეგიტიმურ კავშირში აღარ არიან”.
კომენტარები