ხატია დეკანოიძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ პასუხობს კითხვას, როგორ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი რუსეთის სანქცირებული საგარეო საქემთა მინისტრის, სერგეი ლავროვის გარემოცვის წევრებმა.
პარლამენტარი გომელაურის უწყებისგან კონკრეტულ კითხვაბზე პასუხს ითხოვდა: სად, როდის და ვისთან ერთად შემოვიდნენ აღნიშნული პირები.
სადეპუტატო კითხვებში მქონდა მითითებული რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მოეწოდებინათ ჩემთვის საქართველოს კონსტიტუციისა და რეგლამენტის გათვალისწინებით, ის ინფორმაცია თუ სად, როდის და რა პირობებში გადმოკვეთეს ლავროვის ოჯახის წევრებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
მომივიდა წერილი, რომელიც პირდაპირ ადასტურებს, რომ ლავროვის ოჯახის წევრების ინფორმაციას შსს მე არ მაძლევს, უთითებს მცდარ მუხლებს საქართველოს რეგლამენტში და ამბობს, რომ ეს არის პერსონალური ინფორმაცია და მე არ მაქვს, როგორც საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, უფლება რომ ეს ინფორმაცია მივიღო.
მე არ ვითხოვდი პასპორტის ინფორმაციას, მე ვითხოვდი მხოლოდ და მხოლოდ საზღვარს და დროს როდის შემოვიდა, რომელ თანმხლებ პირებთან ერთად შემოვიდა და რამდენი იყო მისი თანმხლები პირი,” – ამბობს ხატია დეკანოიძე.
კომენტარები