პოეტი, ნიკა ჩერქეზიშვილი:
“უკვე მესამე წელი მიდის, რაც ნაძალადევში, მე-10 საჯარო სკოლის ტერიტორია “მოასწორეს” და საპარკინგე ადგილად აქციეს.
სავარაუდოდ, მოდიან ტიპები, იჩხერენ მანქანებში და შპრიცებს იქვე ყრიან.
ეს ქვედა, დადიანის მხარეს რაც ხდება.
ზევით, მარჯვნივ ნაგავსაყრელია მოწყობილი, მარცხნივ – სალოთაო ადგილი.
არადა, 1300 მოსწავლე სწავლობდა ამ სკოლაში, რომლებსაც უკვე წლებია, რაც მიკროავტობუსებით დაატარებენ აქეთ-იქით და აწვალებენ.
ამაზე ბევრჯერ დამიწერია, რომ მოსწავლეები სწავლობენ მეორე ცვლაში, შეზღუდული საგაკვეთილო დროით, 30 წუთიანი გაკვეთილებით, რა დროსაც ფაქტობრივად არის შეუძლებელი ხარისხიანი განათლების მიღება.
უბრალოდ, გამორიცხულია!
ერთი სემესტრი კიდევ მესმის, ერთი სასწავლო წელი თუნდაც, მაგრამ ეს რომ 3, 4 და მეტი წელი გრძელდება უკვე კატასტროფაა.
ასეთი კატასტროფის ადგილია დღეს მე-10 საჯარო სკოლა.
მართალია ძალიან დაგვიანებით, მაგრამ ტენდერი გამოცხადდა მაინც და გამარჯვებული კომპანიაც გამოვლინდა, თუმცა ამ ამბიდან სამი თვის გასვლის შემდეგაც, ადგილზე ჯერ არავინ გამოჩენილა.
ქვა ქვაზე არ არის დადებული.
ახლა ამ ტერიტორიაზე არანაირი სამუშაოები არ მიმდინარეობს!
მიმდინარეობს – წამლის კეთება, სმა, ჩხუბი და ნაგვის ყრა.
სულ ეს არის.
ამას კი ეწირება ყველაზე მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი, პრიორიტეტების პრიორიტეტი – მომავალი თაობის განათლება!”
კომენტარები