2020 წლის 22 აპრილის დილის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 2 564 038 გაუტოლდა. პანდემიას 185 ქვეყანა ებრძვის. ინფორმაცია ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
ვებგვერდის მონაცემებით, პანდემიამ სულ 177 424 ადამიანი იმსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 681 824 პაციენტი. 21 აპრილს ინფიცირებულთა რაოდენობამ 88,8 ათასი შეადგინა.
კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა აშშ, სადაც 824,8 ათასი ადამიანი დაინფიცირდა. მეორეზეა ესპანეთი (204,1ათასი); მესამეზე იტალია (183,9 ათასი), მეოთხეზე საფრანგეთი (159,2 ათასი), ხუთეულს გერმანია ასრულებს (148,4 ათასი). ევროპის ქვეყნებში კორონავირუსით სიკვდილობის მაჩვენებელი 10%-ია.
კომენტარები