ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, დღეს კლინიკაში ორი ახალი გამოჯანმრთელებული პაციენტი ყავთ. როგორც მაკა სოლოღაშვილმა აღნიშნა, გამოჯანმრთელებულ პაციენტებს შორის ერთი ორი წლის ბავშვია.
„ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ახალი შემთხვევა არ გვაქვს. გვყავს ორი გამოჯანმრთელებული. აქედან ერთი ორი წლის ბავშვი, ერთი კი ზრდასრული მამაკაცია. დადასტურებული შემთხვევა გვაქვს 21. ოთხი პაციენტი რჩება საყურადღებო, რადგან მათ ორმხრივი პნევმონია და სუნთქვის გაძნელება აღენიშნებათ. საყურადღებო პაციენტებს შორის არის სასულიერო პირიც, თუმცა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დანარჩენი პაციენტები თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობენ. სულ კლინიკაში მკურნალობს 48 პაციენტი“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.
როგორც მაკა სოლოღაშვილმა აღნიშნა, დღეს კლინიკაში 14 პაციენტზე მოხდება ლაბორატორიული ანალიზის ჩატარება, პასუხი ხვალ დილით გახდება ცნობილი.
კომენტარები