ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, სასულიერო პირის მდგომარეობა, რომელიც კლინიკაში მკურნალობს, სტაბილურია, ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„სასულიერი პირის მდგომარეობა სტაბილურია, მეტ-ნაკლებად საყურადღებო“, – აღნიშნა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.
საქართველოში კორონავირუსი 411 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 98 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.
კომენტარები