პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა “დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონპროექტზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციას ეხმაურება. როგორც ის ამბობს, მისთვის დასკვნა ცოტა გაუგებარია.
“ცოტა გაუგებარია, ერთი მნიშვნელოვანი ევროპული ინსტანცია – ევროკომისია გვეუბნება, რომ უნდა მივიღოთ და ვენეციის კომისია გვეუბნება, რომ არ უნდა მივიღოთ. ეტყობა იქაც გამოწვევების წინაშე დგანან ჩვენი ევროპელი მეგობრები და კოლეგები. არ ვიცი, ვიმსჯელებთ ამაზე. მე პირადად მგონია, რომ უნდა მივიღოთ ეს კანონი იმიტომ, რომ არც ერთ ოლიგარქს, რომელიც ფლობს ტელევიზიებს და პარტიებს, არ უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ პოლიტიკაში მონაწილეობდეს და ასეთი ჩვენ უკვე გვყავს ბატონი კეზერაშვილის სახით,” – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ვენეციის კომისიამ “ოცნების” “დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონს რეკომენდაცია არ გაუწია
კომენტარები