ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარმა, მამა დავითმა, ყინწვისის ავაზაკის სახელობის ახალი მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი საბა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში დეტალურ ინფორმაციას არ ავრცელებენ, თუმცა ადასტურებენ, რომ გამოძიება დაწყებულია 236-ე მუხლით, იარაღის უკანონო შეძენა შენახვის ფაქტზე.
მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
კომენტარები