ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ვილნიუსის სამიტზე უკრაინის მხარდასაჭერად ძლიერი სიგნალები იქნება.
მისი თქმით, ნატო ჯერ არ არის მზად, დაასახელოს უკრაინის ალიანსში გაწევრიანების ზუსტი თარიღები მიმდინარე ომის გამო.
როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დაჟინებით მოითხოვს ნატოში გაწევრიანების მკაფიო გრაფიკს.
“ამავდროულად, ვფიქრობ, ამ ეტაპზე შეუძლებელია ზუსტი თარიღების დასახელება”, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, ყველაზე გადაუდებელი ამოცანა ახლა არის უკრაინის გამარჯვება.
“იმიტომ, რომ თუ უკრაინა ვერ გაიმარჯვებს, წევრობაზე საერთოდ არ განიხილება, რადგან მხოლოდ სუვერენული, დამოუკიდებელი, დემოკრატიული უკრაინა შეიძლება გახდეს ნატოს წევრი”, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
კომენტარები