საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელს, კობა ფარტენაძეს უცნობი პირი თავს დაესხა. შემთხვევა დღეს დილით, აჭარის რადიოსთან მოხდა.
ამ დროისთვის კობა ფარტენაძე პოლიციის მეორე განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება. არსებული ინფორმაციით, პარალელურად პოლიციის განყოფილებაში მიმდინარეობს მოწმეების დაკითხვაც. თავდამსხმელი კაცია.
არის თუ არა თავდამსხმელი იდენტიფიცირებული ან დაკავებული ამ ეტაპზე უცნობია. უცნობია თავდასხმის მოტივიც.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
კომენტარები