სამოქალაქო აქტივისტი, შოთა დიღმელაშვილი:
“მერამდენე დღეა, ჭიათურაში გაფიცვაა და ვერ ვხედავ ვერანაირ ოპოზიციურ მხარდაჭერას. ვკითხულობ ოპოზიციონერების და მათი მხარდამჭერების გაგულისებულ კომენტარებს, გვერდში არ გვიყენებენ და აბა, როგორო. ზოგს უხარია კიდეც, ღირსები არიან, ქოცებს რომ მისცეს ხმაო.
მოდი, ჯერ იმას ვიტყვი, რა არ არის გვერდში დგომა. გვერდში დგომა არაა, როდესაც სხვის აქციაზე საკუთარი ტელევიზიით მიდიხარ და აქციას დეკორატიულ გაფორმებად, მის მონაწილეებს კი სტატისტებად იყენებ, რათა პოლიტიკური წონა გაიზარდო. ეს ძვირფასი “ტრიუკი” დავიწყებას უნდა მიეცეს.
ფიზიკურად ოპოზიციის იქ ყოფნა არაფერს წყვეტს. სხვაგვარად უნდა გამოხატონ მხარდაჭერა, ისაუბრონ მათ პრობლემებზე და ამ პრობლემების გადაწყვეტის რეალურ გზებზე, გააცნონ აუდიტორიას შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებები. ნდობა ასე მოიპოვება – მსახურებით და არა გამოყენებით.”
კომენტარები