საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია:
“გარდაიცვალა ნინო რამიშვილი, გერმანული სკოლის დიდი პატრიოტი და დირექტორი, ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის მხურვალე მხარდამჭერი, ჩემი მასწავლებელი თბილისის ივ. ჯავახიშვილის უნივერსიტეტში; ქალი, რომელსაც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, გონიერი და ღირსეული ადამიანები აფასებდნენ. ნაადრევად წასული პოეტის, პაკო სვიმონიშვილის დედა.
გულწრფელი სამძიმარი მინდა ვუთხრა მიხო სვიმონიშვილს და მის ოჯახს.
ვიღაც წავიდა.
ჩატეხილი რითმაში ქარი – განწყობა ჩემი.
სამ სამანზე ქრებოდა დილა.
სიჩუმეს ცრიდა ასპიროზი და ლურჯი მთვარე…
ვიღაც წავიდა,
სიზმარს იქით ღამე იხილა.
(პაკო)”
კომენტარები