ენმ-ის წევრი, თინა ბოკუჩავა, პარლამენტის სხდომაზე, სადაც ამ წუთებში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაზე მსჯელობენ – ამბობს:
“თუ რამეს ითხოვს რეგლამენტი, ეს არის რომ საგანგებო მდგომარეობის განხილვას უნდა ესწრებოდეს პრემიერ-მინისტრი და მე მაინტერესებს, ქალბატონი მეზვრიშვილი, რომელიც დღეს აქ გამოაგზავნა გიორგი გახარიამ, თუ წარმოგვიდგენს იმ მიზეზს, რის გამოც ეს ადამიანი აქ არ იმყოფება, თუ უბრალოდ ხაზს უსვამს პარლამენტის ბუტაფორიულ ხასიათს და კიდევ ერთხელ ამბობს იმას, რომ რეალურად ის ანგარიშვალდებული ამ პარლამენტის წინაშე კი არ არის, როგორც ეს კონსტიტუციით არის განსაზღვრულკი, არამედ ბუნკერში გამოკეტილი მეტიკტოკე პატრონის წინაშეა ანგარიშვალდებული – ამას ამბობს გახარია მისი აქ არყოფნით.
ბატონო არჩილ, ძალიან მნიშვნელოვანია გვქონდეს პასუხი კითხვაზე, როგორ აპირებთ გამოკვებოთ ადამიანები ელემენტარულად, როდესაც ადამიანი, რომელიც ქვეყნის პატრონად აცხადებს თავს ცეკვა-თამაშის ხასიათზეა, ბუნკერში გამოკეტილი, სხვა ადამიანებს ლუკმა-პურის ფული არა აქვთ.
დღეს ვერაფერი მოვისმინეთ კონკრეტული გეგმის შესახებ, როგორ აპირებთ, რომ ადამიანები გამოიკვებნონ. ფუფუნების საგნებზე კი არ არის საუბარი, ღარიბაშვილს აგერ 250 ათასი ლარი დაუხარჯავს ძვირფასი საათების შეძენაზე, ასი ათას ლარზე მეტი დახარჯა შს მინისტრმა გომელაურმა ავეჯის შეძენაზე საგანგებო მდგომარეობის დროს, შინაგან საქმეთა მინისტრი მთელი არსებით კორონავირუსთან ბრძოლაში უნდა იყოს ჩართული. ფუფუნების საგნებზე არ ვსაუბრობთ. ვსაბრობთ იმაზე რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ შეჭამს, რადგან კარანტინში იქნება გამოკეტილი”
კომენტარები