“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი, პარლამენტში, სადაც ამ წუთებში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაზე მსჯელობენ, განცხადებას აკეთებს:
“საკონსტიტუციო ცვლილებები არის საფრთხეში, ვიცით რომ ივნისი-ივლისში იგეგმება განხილვა და კენჭისყრა, მაგრამ არის იქ სამართლებრივი საკითხები, რაც გასათვალისწინებელი გვაქვს, თორემ, აღმოჩნდება რომ მერე ვინმე გვიჩივლეს საკონსტიტუციო სასამართლოში და გაირკვევა რომ არ არის ლეგიტიმური ეს ცვლილებები. ისე არ მოხდეს, რომ კორონავირუსის ნიღბის ქვეშ ეს ცვლილებები არ განხორციელდეს, რა ნიშნებსაც მე ვხედავ.
არ არის სწორი, რომ არ ჩატარდა ამდენი ხნის მანძილზე მასობრივი ტესტირება, ყველა წამყვანი ქვეყანა აღიარებს, რომ სწორედ ეს მასობრივი, აგრესიული ტესტირებაა პრევენციის ერთადერთი საშუალება. საკმაოდ ბევრია ადამიანთან რაოდენობა, რომლებსაც კორონავირუსი გადააქვთ ფეხზე.”
კომენტარები