დიახ, საუბარი შედგა, მაგრამ შინაარსობრივად არის “ფეიკი”, ამიტომ შინაარსობრივად კომენტარს არ ვაკეთებ – აცხადებს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომდგენელი ზურაბ აბაშიძე “კიბერ კმარას” მიერ გავრცელებულ ადიოჩანაწერთან დაკავშირებით.
“საუბარი არის დაჩეხილი, “ფეიკი”. ორი წელი საკმარისი დროა იმისთვის, რომ დაამონტაჟო ისე, როგორც გინდა”, – ამბობს აბაშიძე “ინტრეპრესნიუსთან”.
გავრცელებული აუდიოჩანაწერი, 2021 წლის 1 აპრილით თარიღდება. ეს ის დღეა, როცა საქართველოს კრემლის პროპაგანდისტი ვლადიმერ პოზნერი და მისი ამალა სტუმრობდნენ. სტუმრებს შორის იყო მარკ ზილბერკვიტიც. აბაშიძე მასაც და პოზნერსაც ბოდიშებს უხდის და საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებმაც ოკუპანტების თბილისში მოლხენა გააპროტესტეს, “მოსყიდულ პროვოკატორებს” უწოდებს.
კომენტარები