ბაგრატის ტაძარში, სანაწილეზე, სადაც 11 წმინდანის ნაწილია განთავსებული, საინფორმაციო წარწერები ქართულად და რუსულადაა გაკეთებული.
ქუთაის-გაენათის ეპარქიის ერთ-ერთი მოძღვარი მატათა ქარქაშაძე kutaisipost–თან ამბობს:
„ბაგრატის ტაძარში ამ დროისთვის არსებული სანაწილეები 2012 წლამდე პეტრე-პავლეს ეკლესიაში იყო. იქ რუსულენოვანი წარწერები ლამინირებული და უფრო დიდი მოცულობის იყო, ახლა განვაახლეთ და ხატებზე მივაკარით. ძირითადად, ტაძარი მართლმადიდებლურია და მართლმადიდებლურ სამრევლოს უფრო ხელმისაწვდომობა ამ ენასთან აქვს. ინგლისელები ანგლიკანური ეკლესიიის წევრები არიან, რომის ეკლესიას ეკუთვნიან, გერმანელები ლუთენარულს და მანდ რაც წარწერა დევს (სანაწილე) მაგიდაზე, ეს არის მართლმადიდებელი მრევლისთვის. დამატებით თუ კითხვები უჩნდებათ და ეს ძალიან იშვიათად ხდება, მართლმადიდებელ ქრისტიანებს, რომლებიც საერთაშორისო ენით სარგებლობენ, რაც მცირე ნაწილია, მათთვის განმარტება მესანთლის მიერ ხდება, ან ახლავთ თავიანთი გიდები. თუკი მოთხოვნა იქნება არც სხვა ენაზე იქნება წარწერის გაკეთება პრობლემა”,
“შემდეგს რას ველოდოთ?” – რუსულენოვანი წარწერები ბაგრატის ტაძარში
კომენტარები