ნანი ბრეგვაძესთან პოპულარულმა აზერბაიჯანელმა მომღერალმა ემინმა დუეტი ჩაწერა. ისინი ცნობილ ქართულ ჰიტს “ყვავილების ქვეყანას“ ასრულებენ, ემინი აზერბაიჯანელი მომღერალია რუსული ბიზნესიდან: პრეზიდენტ ალიევის ყოფილი სიძე, მილიარდერი მამით.
ნანი ბრეგვაძე ambebi.ge-თან ამბობს:
– ეს კლიპი ბუბას და ემინს უნდა ჩაეწერათ. როდესაც ბუბა ცოცხალი იყო, ემინმა გამოთქვა სურვილი, კლიპი გადაეღოთ “ყვავილების ქვეყანაზე.“ ის არის შესანიშნავი ადამიანი და მეგობრობდნენ. როდესაც ბუბა გარდაიცვალა, გაგიჟდა კინაღამ. მერე მოიფიქრეს, რომ ბუბაც იქნება ჩართული, ადრე გადაღებული კადრებით და დუეტს ჩემთან ჩაწერს. მე ვიწყებ, მერე ემინი მღერის, მერე მე და ემინი და ამის შემდეგ ბუბა შემოდის. აქ არაფერი არ არის ისეთი, ყველა ცნობილ მომღერალს აქვს დუეტის ჩაწერის სურვილი.
მაგას უნდოდა, რომ რუსულად ემღერა თარგმანი და ბუბამ ამაზე კატეგორიული უარი უთხრა. ამიტომ თავადაც ქართულად მღერის.
გუშინ ვუთხარი, რომ არ გადავაღებინებდი კლიპს, თუ ჩემს ნამღერს გავასწორებდი, ამიტომ ხვალ ჩაწერა მაქვს, ის ადგილები უნდა ვიმღერო თავიდან, რომელიც არ გამოვიდა. ტონალობა არ დაემთხვა, ახლა უნდა ვიმღერო ამ ბიჭის ტონალობაში, რაც ცოტა მაღალია ჩემთვის. წვრილმანი დეტალებია და მერე გაასუფთავებენ.
შესანიშნავი ბიჭია, ძალიან პოპულარული იყო მოსკოვში და ახლა აზერბაიჯანში მოღვაწეობს. კარგი გაზრდილი ადამიანია. ძალიან კარგად მღერის ქართულად და ინგლისურად. დაწყნარდეს ყველა, რუსი არ არის და არც რუსულად ვმღერით, ემინიც მშვენიერი ქართულით მღერის.
კომენტარები