“პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი, პარლამენტის საგანგებო სხდომაზე აღნიშნავს, რომ მისი ფრაქცია საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს არ უჭერს და მთავრობას მოუწოდებს, შეზღუდვები შეამსუბუქოს.
“არ არის სწორი სრული ბლოკირების პოლიტიკა. ჩვენი მოწოდებაა, გავაუქმოთ საგანგებო მდგომაროება, გავაუქმოთ ე.წ. კომენდანტის საათი, მაგრამ მთავრობამ შეინარჩუნოს კარანტინის რეჟიმი და კარანტინის პირობებში განვაგრძოთ ბრძოლა ეპიდემიის წინააღმდეგ”
კომენტარები