“არა, არ ითხოვენ მაგრამ ხო ევასებათ?” – ასე უპასუხა “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ “ლელოს” დეპუტატის, სალომე სამადაშვილის შეკითხვას, ითხოვს თუ არა ევროკავშირი ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას საქართველოში.
სამადაშვილმა შეკითხვა ამის თაობაზე საგარეო საქმეთა მინისტრს დაუსვა.
“როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ ევროკავშირი საქართველოს სთხოვს ჩვენი ტრადიციებისთვის და ჩვენი სოციუმისთვის მიუღებელი ცვლილებების განხორციელებას, მაგალითად დედას მამა რომ უნდა დაუძახო, მამას დედა, ერთსქესიანთა ქორწინება რომ უნდა დააკანონონ, ეს მართალია თუ ტყუილია – ითხოვს ევროკავშირი ამას საქართველოსგან?” – ჰკითხა სამადაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს მინისტრის საათის ფარგლებში, თუმცა მის მაგივრად კითხვაზე პასუხი გია ვოლსკიმ, დარბაზიდან რეპლიკის სახით გასცა.
დღეს პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს მინისტრის საათის ფარგლებში უსმენდნენ.
კომენტარები