ლელოს პოლიტსაბჭოს წევრი ირაკლი კუპრაძე მიხეილ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების განცხადებას ეხმაურება და ამბობს:
“მე, როგორც ადამიანს და იმ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს, რომელმაც ბევრი იმუშავა სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხებზე – ერთერთი პირველი ვიყავით, რომლებიც საპარლამენტო ბოიკოტში გავედით, საერთაშორისო ველზე სააკაშვილის გადარჩენის საკითხს ვაყენებდით, ბოდიში და კეთილი ინებონ და, მაგალითად, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გააკეთონ განცხადება და ჩაგვაყენონ საქმის კურსში, სად წავიდა დემენცია, სად წავიდა 40 ისეთი დაავადება, რომელსაც სიკვდილამდე მიყავდა? რას აკეთებენ საერთოდ და როგორ გვატყუებენ კოლეგებს?“
კომენტარები